logo_geo
უკრაინულმა ზღვის დრონებმა ყირიმში რუსული საპატრულო კატარღა ჩაძირეს
- +

5 მარტი. 2024. 10:45

 

 

უკრაინულმა საზღვაო დრონებმა ყირიმთან რუსული საპატრულო კატარღა „სერგეი კოტოვი“ ჩაძირეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

 

ინფორმაცია ე.წ. Z-არხებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, ეკიპაჟის ბედი უცნობია.

 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო ქერჩის მახლობლად. ყირიმის ხიდი ამჟამად ტრანსპორტისთვის ჩაკეტილია. სულ მცირე 9 მატარებელი ხიდის გახსნას ელოდება.

 

big_banner
არქივი