logo_geo
ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად
- +

5 მარტი. 2024. 22:39

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელს მოუწოდა, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად.

 

 

"ისრაელმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, ყველა შესაძლო მეთოდი იმ ადამიანებისთვის დახმარების მისაწოდებლად, ვისაც ეს სჭირდება", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

 

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მეტი სასაზღვრო პუნქტის გახსნასა და მეტი დახმარების გაგზავნას მოითხოვს.

 

 

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების დაბრუნების შესაძლებლობა არსებობს.

big_banner
არქივი