logo_geo
ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპამ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს რუსეთის შეკავებაში
- +

6 მარტი. 2024. 00:29

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ევროპამ უფრო დიდი როლი უნდა ითამაშოს რუსეთის შეკავებაში.

 

 

ჩეხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიომ არ უნდა დახუროს უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

 

 

"მე მხარს ვუჭერ ახალი გზების ძიებას, მათ შორის უკრაინაში შესაძლო [სამხედრო] ყოფნის შესახებ დისკუსიის გაგრძელების. ნუ შემოვიფარგლებით იქ, სადაც ეს არაა საჭირო", - აღნიშნა პეტრ პაველმა.

 

 

მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლო „საწვრთნელი მისია“ არ არღვევს საერთაშორისო წესებს.

უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენზეა დამოკიდებული, რა სახის დახმარებას ავირჩევთ", - დასძინა მან.

big_banner
არქივი