logo_geo
ბაიდენი: ტრამპის გამარჯვება ქაოსს, განხეთქილებას და სიბნელეს მოიტანს, მას ხომ შურისძიება სურს
- +

6 მარტი. 2024. 10:58

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას ქაოსი, განხეთქილება და სიბნელე ელოდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

 

„ოთხი წლის წინ მე კენჭი ვიყარე იმ ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რომელსაც დონალდ ტრამპი ამერიკისთვის წარმოადგენდა. მას წყენა, შური და შურისძიება ამოძრავებს - ის საკუთარ თავზე ფიქრობს და არა ამერიკელ ხალხზე“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატები „დემოკრატიული პარტიიდან“ ჯო ბაიდენი, ხოლო „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპია. ამასთანავე, Bloomberg-ის გამოკითხვის მიხედვით, ტრამპი ბაიდენს უსწრებს წამყვან შტატებში - არიზონაში, ჯორჯიაში, პენსილვანიაში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადასა და ვისკონსინში.

 

 

big_banner
არქივი