logo_geo
ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა სურს
- +

6 მარტი. 2024. 19:34

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

ორბანი ტრამპს მიმდინარე კვირაში ფლორიდის შტატში შეხვდება.

 

 

პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გარდაუვალია, რადგან „კიევი ვერ დაამარცხებს რუსეთს“, ხოლო „რუსეთს არ შეუძლია დაამარცხოს მთელი დასავლეთი“.

big_banner
არქივი