logo_geo
ესტონეთის პრემიერი ქვეყნის პარლამენტის წევრებს: შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად არ წავლენ
- +

6 მარტი. 2024. 19:36

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ქვეყნის პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად, ესტონეთი არ გააგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში ომში საბრძოლველად. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.

 

 

გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ევროკავშირის სხვა ლიდერებმა უარყვეს აღნიშნული ვარიანტი.

 

 

"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად არ წავლენ. მე შემიძლია დაგარწმუნოთ ამაში, როგორც ამას სხვა ქვეყნის ლიდერებიც ადასტურებენ", - განუცხადა კალასმა პარლამენტის წევრებს.

 

 

"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ძალისხმევა, რათა დასრულდეს ეს ომი უკრაინაში. უკრაინელებს არ მოუთხოვიათ ჯარისკაცები, არ უთხოვიათ სახმელეთო ჯარები. ისინი ითხოვენ საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვას, ჯარისკაცების მომზადებას და ჩვენ ამას ვაკეთებთ. და ისინი ასევე ითხოვენ მხარდაჭერას. ისინი ითხოვენ რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციას და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ", - დასძინა მან.

big_banner
არქივი