logo_geo
გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა პირობა დადეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ მისცემენ შესაძლებლობას ხინჯი შეიტანოს მათ შორის
- +

8 მარტი. 2024. 00:14

გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა პირობა დადეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ მისცემენ შესაძლებლობას ხინჯი შეიტანოს მათ შორის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

"მე არ მინდა ხელი შევუწყო რუსულ ნარატივს მოკავშირეებს შორის განხეთქილების შეტანის შესახებ", - განუცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა ჟურნალისტებს ბერლინში გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

 

მისი თქმით, "მოკავშირეებს შორის წარმოუდგენელი ერთობაა".

ბაერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები არ დაუშვებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დააშინოს ისინი და დათესოს უთანხმოება.

big_banner
არქივი