logo_geo
CNN: 2022 წლიდან აშშ მუშაობდა გეგმაზე იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა
- +

10 მარტი. 2024. 01:12

CNN-ის ჟურნალისტი, ჯიმ შუტო თავის წიგნში The Return of Great Powers, რომელიც 12 მარტს გამოვა, წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ 2022 წელს დაიწყო მზადება იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება უკრაინაზე ბირთვული დარტყმა განახორციელოს. ამის შესახებ ჟურნალისტს ინფორმაცია ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.

 

 

მათი თქმით, თეთრი სახლს განსაკუთრებით აღელვებდა ის, რომ რუსეთმა შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამ თემაზე CNN-ი ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში წერდა.

 

 

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებდნენ სხვა მედიასაშუალებები. მაგალითად, New York Times-მა 2022 წლის ნოემბერში დაწერა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ვარიანტებს განიხილავდნენ. თავის წიგნში შუტო წერს დეტალებს, თუ როგორ ემზადებოდა ვაშინგტონი ამისთვის.

big_banner
არქივი