logo_geo
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: დასავლეთის ჯარების უკრაინაში განლაგების განხილვის ნაცვლად მოკავშირეებმა უნდა განიხილონ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება
- +

12 მარტი. 2024. 01:32

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა განაცხადა, რომ დასავლეთის ჯარების უკრაინაში განლაგების განხილვის ნაცვლად მოკავშირეებმა უნდა განიხილონ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელი მამაკაცების სამშობლოში დაბრუნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

"ჩვენ გვსურს [დასავლური] ჯარების გაგზავნა უკრაინაში იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ უკრაინიდან ყველა ლტოლვილზე, რომლებსაც ვიცავთ, რომლებსაც ვაძლევთ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაოს და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან უკრაინის კანონს მობილიზაციის შესახებ", - აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ხალხის ყოლა უკრაინელი სამხედროებისთვის ყველაზე დიდი დახმარება იქნება", - დასძინა მან.

 

 

კალინაკის თქმით, დაახლოებით 300 000 უკრაინელი, რომლებიც საზღვარგარეთ წავიდნენ სრულმასშტაბური ომის დაწყების შემდეგ, ექვემდებარება უკრაინის კანონს მობილიზაციის შესახებ.

big_banner
არქივი