logo_geo
ნეთანიაჰუ: ამ ომის მოსაგებად ჩვენ უნდა გავანადგუროთ „ჰამასის“ დარჩენილი ტერორისტული ბრიგადები რაფაჰში
- +

12 მარტი. 2024. 20:43

 

ისრაელი მოიგებს ამ ომს, რაც არ უნდა მოხდეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

"ამ ომის მოსაგებად ჩვენ უნდა გავანადგუროთ „ჰამასის“ დარჩენილი ტერორისტული ბრიგადები რაფაჰში", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

"ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო თანამეგობრობაში ვეუბნები: თქვენ არ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი და შემდეგ გააპროტესტოთ ისრაელის ქმედებები, როდესაც ის გამოიყენებს ამ უფლებას. არ შეიძლება თქვათ, რომ მხარს უჭერთ ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი“ და შემდეგ დაუპირისპირდეთ ისრაელს, როდესაც ის აუცილებელ ზომებს მიიღებს ამ მიზნის მისაღწევად", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

big_banner
არქივი