logo_geo
ვლადიმირ პუტინი: ბირთვული ომისთვის ჩვენ მზად ვართ
- +

13 მარტი. 2024. 09:53

 

 

„სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით რუსეთი მზადაა ბირთვული ომისთვის“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, არ თვლის, რომ „ახლა ყველაფერი აქეთკენ მიდიოდეს“.

 

„სამხედრო ტექნიკური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ის ჩვენ ყოველთვის მზადყოფნაში გვაქვს“, – განაცხადა პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ამერიკა უკრაინაში ჯარისკაცებს გააგზავნის, რუსეთი ამას ქვეყანაში ინტერვენციად განიხილავს.

 

„ბაიდენს და სხვებს საკმარისი სპეციალისტები ჰყავთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის სფეროში სტრატეგიული თავშეკავების ნაწილში. ამიტომ, არ მგონია, რომ საქმე აქეთკენ მიდიოდეს, მაგრამ ბირთვული ომისთვის მზად ვართ“, – ამბობს პუტინი.

 

big_banner
არქივი