logo_geo
თეთრი სახლი: პუტინის ბირთვული რიტორიკა უგუნური და უპასუხისმგებლოა
- +

14 მარტი. 2024. 01:52

აშშ-ის ადმინისტრაციამ გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი მისი ბირთვული რიტორიკის გამო და განაცხადა, რომ ის იქცეოდა "უგუნურად და უპასუხისმგებლოდ" უკრაინაში ომის განმავლობაში.

 

 

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ დაუფიქსირებია რაიმე ნიშანი იმისა, რომ მოსკოვი მზად არის, ბირთვული იარაღის გამოყენების ღილაკს დააჭიროს.

 

 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ედრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ რუსეთის "ბირთვული რიტორიკა უგუნური და უპასუხისმგებლო იყო კონფლიქტის განმავლობაში".

 

 

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული ომისთვის მზადაა და ქვეყნის ბირთვული პოტენციალი საბრძოლო მზადყოფნაშია.

big_banner
არქივი