logo_geo
ვედანტ პატელი: გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელს ღაზაში ჩასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს
- +

20 მარტი. 2024. 00:20

"გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელს ღაზაში ჩასვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს",– ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელს კითხვა დაუსვეს გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციაზე, რომ ისრაელმა არ დაუშვა ფილიპ ლაზარინის ღაზის სექტორში შესვლა.

"გვჯერა, რომ მათ უნდა შეეძლოთ, ეწვიონ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს მოქმედების ადგილებს, მათ შორის ღაზაში. ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა ისრაელის მთავრობასთან, რათა სწრაფად დაამტკიცოს ყველა მოთხოვნილი ვიზა გაერო-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის“, – განაცხადა პატელმა.

მისივე თქმით, ღაზაში, სადაც მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა, საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების თავისუფალი გადაადგილება ჰუმანიტარული დახმარების მთავარი ნაწილია.

ვაშინგტონმა გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს შეუჩერა დაფინანსება მას შემდეგ, რაც ისრაელმა სააგენტოს 13 000 თანამშრომლიდან 12 დაადანაშაულა ღაზაში 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებში.

big_banner
არქივი