logo_geo
კანადა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 40 მილიონ დოლარს გამოყოფს
- +

20 მარტი. 2024. 00:57

"კანადა 40 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენას", – ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა ბილ ბლერმა განაცხადა.

ომის დაწყების შემდეგ კანადამ გამოყო 4 მილიარდი კანადური დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, მათ შორის ჰაუბიცები, ტანკები და ჯავშანტექნიკა“, – ნათქვამია კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველის თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ 18 ქვეყნის კონტრიბუციით უზრუნველყო საკმარისი დაფინანსება უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად.

big_banner
არქივი