logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს
- +

21 მარტი. 2024. 23:40

"ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“მაშინ, როდესაც უკრაინულ მარცვლეულს გზებზე და რკინიგზებზე ყრიან, ევროპაში ჯერ კიდევ შეაქვთ რუსული პროდუქცია, ასევე, სურსათი პუტინის კონტროლის ქვეშ მყოფი ბელარუსიიდან. კიდევ უფრო არასამართლიანია, როდესაც ვიღაც სისტემური სავაჭრო გადაწყვეტილებების განადგურებას ცდილობს, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენება და მთელი ევროპის სასარგებლოდ მუშაობს. ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს. 

ვაჭრობაში ნებისმიერი დანაკარგი - ეს რესურსის დაკარგვაა, რომელიც რუსეთს აჩერებს…ჩვენი მარცვლეული ევროკავშირის სამხრეთი ნაწილისთვის არის მნიშვნელოვანი, კერძოდ, კი ესპანეთისა და იტალიის აგრარული სექტორისთვის. ჩვენი შაქარი რუმინულ ბაზარს სჭირდება. ანალოგიური ფაქტების აღნიშვნა სურსათის სხვა კატეგორიებზეც შეიძლება,” - განაცხადა ზელენსკიმ.

big_banner
არქივი