logo_geo
ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე: ეს უნდა შეჩერდეს! - ყველა დამნაშავე პასუხს აგებს
- +

22 მარტი. 2024. 20:08

 

 

უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებისთვის ყველა დამნაშავე პასუხისმგებლობას მიეცემა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

 

„რუსეთის აგრძელებს თავის სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ღამის განმავლობაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დრონებითა და სარაკეტო დაბომბვებით, ათობით ადამიანის მკვლელობითა და დაჭრით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დაყენებით.

 

ეს უნდა შეჩერდეს! ყველა დამნაშავე პასუხისმგებლობას მიეცემა“, - წერს ბორელი.

 

big_banner
არქივი