logo_geo
„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული
- +

22 მარტი. 2024. 23:51

 

 

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.

 

როგორც რუსული მედია წერს, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

 

„კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი