logo_geo
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს
- +

23 მარტი. 2024. 12:47

 

 

მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის სავარაუდოდ ოთხი ტერორისტია.

 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ბრიანსკის ოლქში ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა „რენოს“ მარკის ავტომობილს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაშავებულია და საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

 

მედიაში ასევე ვრცელდება ექვსიდან ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა. ისინი 21-და 51 წლამდე ასაკის სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

 

ამასთან, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 93-ს მიაღწია, დაშავებულია 121 ადამიანი.

 

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.

 

big_banner
არქივი