logo_geo
ვლადიმერ პუტინი: ყველა თავდამსხმელი დაკავებულია
- +

23 მარტი. 2024. 19:20

"ყველა თავდამსხმელი დაკავებულია, უკრაინის მხარე მათთვის საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა",  - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

 

რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, ამ დროისთვის შეიძლება, შემდეგი ითქვას. ტერაქტის ოთხივე უშუალო მონაწილე, ვინც ისროლა და ხალხი მოკლა, ნაპოვნი და დაკავებულია. მათ მიმალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარე მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა. სულ 11 ადამიანია დაკავებული. რუსეთმა რთული, აუტანელი განსაცდელი არაერთხელ გაიარა, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდა. ეს ახლაც ასე იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

ვლადიმერ პუტინმა 24 მარტი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-ს აღწევს.

big_banner
არქივი