logo_geo
ნატოს პრესსპიკერი: მოსკოვში მომხდარ თავდასხმას ვგმობთ
- +

23 მარტი. 2024. 19:23

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ნატოში გამოეხმაურნენ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს.

 

„ცალსახად ვგმობთ მოსკოვში მომხდარ თავდასხმას. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, - აცხადებს ალიანსის პრესსპიკერი ფარა დახლალა.

 

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-ს აღწევს.

big_banner
არქივი