logo_geo
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერი: მოსკოვზე ტერაქტში უკრაინა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ჩართული  
- +

23 მარტი. 2024. 23:41

"მოსკოვში ტერაქტთან დაკავშირებით, უკრაინული კვალის შესახებ ვარაუდებს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან", – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

 

„ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურების მორიგი სიცრუეა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. უკრაინა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ჩართული ამ ტერაქტში. უკრაინა იცავს თავის სუვერენიტეტს რუსი დამპყრობლებისგან, ათავისუფლებს საკუთარ ტერიტორიას, ებრძვის ოკუპანტების ჯარსა და სამხედრო ობიექტებს, არა მშვიდობიანი მოსახლეობას“, – აღნიშნა იუსოვმა „როიტერთან“ საუბრისას.

 

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები, რომლებიც ამჟამად დაკავებული არიან, ცდილობდნენ მიმალვას და ისინი უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად.

 

 

 

 

big_banner
არქივი