logo_geo
ენტონი ბლინკენი: ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს
- +

24 მარტი. 2024. 00:32

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს მოსკოვში მომხდარ ტერაქტს და დაღუპულთა ახლობლებს თანაუგრძნობს.

 

„შეერთებული შტატები მკაცრად გმობს მოსკოვში მომხდარ სასიკვდილო ტერაქტს. ჩვენ ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და ამ საშინელი დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს. ვგმობთ ტერორიზმს ყველა მისი ფორმით და სოლიდარობას ვუცხადებთ რუს ხალხს ამ საშინელი მოვლენის შედეგად დაღუპულთა მწუხარებაში“, - აღნიშნულია ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

 

22 მარტს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 133-ს შეადგენა.

ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, ტერაქტის საქმეზე დაკავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, ოთხივე ტერორისტი.

 

big_banner
არქივი