logo_geo
იტალიის პრემიერი: პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა
- +

25 მარტი. 2024. 20:41

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ კრემლის მუქარის შემცველი რიტორიკა მას არ აშინებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

 

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, უზრუნველვყოთ შეკავება, რაც დასავლეთმა უკვე შეძლო. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

big_banner
არქივი