logo_geo
ჯონ კირბი: იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონში აღარ ჩამოვა
- +

25 მარტი. 2024. 23:20

"იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისრაელის დელეგაცია ვაშინგტონს აღარ ეწვევა", - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

 

„ეს იმედგამაცრუებელია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

 

ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდებიან.

 

„ჩვენი შეხედულება, რომ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია დიდი შეცდომა იქნება, არ შეცვლილა“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

 

ცნობისთვის, დღეს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო აშშ-მა თავი შეიკავა. აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის, ვიზიტი გააუქმა.

big_banner
არქივი