logo_geo
ზელენსკიმ დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა
- +

26 მარტი. 2024. 18:47

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ზელენსკის შესაბამისი ბრძანებულება დღევანდელი დღით, 26 მარტით თარიღდება.

 

ზელენსკის მეორე ბრძანებულებით, ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ალექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.

 

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის თავმჯდომარედ კი ზელენსკიმ ოლეგ ივაშჩენკო დანიშნა.

big_banner
არქივი