logo_geo
ბრაზილიის პრეზიდენტმა ნიკოლას მადუროს მოუწოდა, უზრუნველყოს სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება
- +

29 მარტი. 2024. 20:03

 

 

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ვენესუელელ კოლეგას, ნიკოლას მადუროს მოუწოდა, უზრუნველყოს სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

 

ლულა და სილვამ კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მიმდინარე კვირაში ოპოზიციის კანდიდატი საარჩევნო რბოლაში არ დაუშვეს.

 

„სერიოზული საკითხია, რომ ოპოზიციის კანდიდატი ვერ დარეგისტრირდა. მე მინდა, რომ ვენესუელაში არჩევნები ჩატარდეს ისევე, როგორც ჩვენთან ბრაზილიაში: ყველას მონაწილეობით. ვისაც სურს, მონაწილეობა უნდა მიიღოს. ვინც წააგებს, ტირის. ვინც გაიმარჯვებს, იცინის. და ასე გრძელდება დემოკრატია“, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

 

ლულა და სილვას თქმით, ვენესუელაში ნორმალური ვითარების აღსადგენად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს პრობლემები საარჩევნო პროცესში, რომ არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად დემოკრატიულად.

 

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი