logo_geo
„The Washington Post“: ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა
- +

30 მარტი. 2024. 10:41

 

 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „The Washington Post“ პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„The Washington Post“-ის ცნობით, ისრაელი 1800-ზე მეტ MK84 ბომბს, 500 MK82 ბომბს, ასევე, 25 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს და მათ ძრავებს მიიღებს.

 

აშშ-ის კონგრესმა ისრაელისთვის შეიარაღების აღნიშნული პაკეტის გადაცემას მხარი 2008 წელს დაუჭირა.

 

„The Washington Post“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

big_banner
არქივი