logo_geo
ოლაფ შოლცი: მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში
- +

30 მარტი. 2024. 22:37

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში", – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოსახლეობისადმი სააღდგომო მიმართვისას განაცხადა.

 

"ჩვენ ყველა მივისწრაფვით უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ქრისტიანები ამისთვის ლოცულობენ აღდგომის მსახურების დროს. ასევე სიმართლეა, რომ მშვიდობა თავისუფლების გარეშე არის ჩაგვრა, ასევე არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე. სწორედ, ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.

 

მრავალი ათწლეულის განმავლობაში მშვიდობა ევროპაში ემყარებოდა ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს: საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალით. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია“, – განაცხადა გერმანიის ლიდერმა.

big_banner
არქივი