logo_geo
ბაიდენმა ტრამპი გოლფის სათამაშოდ მიიწვია
- +

31 მარტი. 2024. 22:09

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტი დონალდ ტრამპი გოლფის სათამაშოდ მიიწვია. აღნიშნულის შესახებ თეთრი სახლის ლიდერი X-ზე წერს.

 

ბაიდენმა 28 მარტს ერთ-ერთ ღონისძიებაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ცნობილმა წამყვანმა სტივენ კოლბერტმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ბაიდენს არასოდეს მოუგია გოლფის ჩემპიონატი, რომელსაც ტრამპი თავის რეზიდენციაში, „პალმ ბიჩზე“ მასპინძლობს.

 

საპასუხოდ, ბაიდენმა თქვა, რომ მან თავდაპირველად ტრამპი ჯერ კიდევ 2016 წელს მიიწვია გოლფის სათამაშოდ.

 

„დონალდ, ჩემი შემოთავაზება გოლფის თამაშის შესახებ ჯერ კიდევ ძალაშია“, - ამბობს ბაიდენი. 

big_banner
არქივი