logo_geo
ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ვერაფერი შეგვაჩერებს, ვერც აშშ-ის ზეწოლა
- +

31 მარტი. 2024. 23:17

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან, იმოქმედონ რაფაჰში და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ.

 

„ამას გარკვეული მომზადება სჭირდება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება. ვერაფერი შეგვაჩერებს, ვერც აშშ-ის ზეწოლა. თუ საჭირო გახდება, ფრჩხილებით ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ჩატარების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის პარალიზებას გამოიწვევს.

 

 
big_banner
არქივი