logo_geo
Reuters: ირანმა რუსეთი მოსალოდნელი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
- +

1 აპრილი. 2024. 16:31

 

 

ირანმა რუსეთი მოსკოვის მახლობლად მოსალოდნელი მასშტაბური ტერორისტული თავდასხმის შესახებ მარტში გააფრთხილა, - ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

 

სააგენტოს ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ რუსეთში ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე თეირანმა მოსკოვს გაუზიარა ინფორმაცია რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო დიდი ტერაქტის შესახებ. ინფორმაცია, სავარაუდოდ, ირანში მომხდარ მომაკვდინებელ აფეთქებებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დაკითხვის დროს იქნა მოპოვებული.

 

მეორე წყარომ, რომელსაც, ასევე, სურდა ანონიმურად დარჩენა საკითხის სენსიტიურობის გამო, აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ იყო სპეციფიკური დეტალები კონკრეტულ დროსა და სამიზნესთან დაკავშირებით.

 

„ხორასანის ისლამისტ მებრძოლებს დავალებული ჰქონდათ, მომზადებულიყვნენ რუსეთში მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის. ერთ-ერთმა ტერორისტმა განაცხადა, რომ დაჯგუფების წევრები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ“, - განაცხადა წყარომ.

 

„რადგან ირანი ბოლო წლებში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი იყო, ირანის ხელისუფლებამ შეასრულა ვალდებულება და გააფრთხილა მოსკოვი დაკავებული ტერორისტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე“, - აღნიშნა მესამე წყარომ.

 

big_banner
არქივი