logo_geo
სტამბოლში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
- +

2 აპრილი. 2024. 17:34

 

 

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბში ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ განაცხადა. ხანძარი დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დროს გაჩნდა.

 

დაშავებულთა შორის შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

 

მერის ცნობით, ღამის კლუბში ცეცხლი ჩააქრეს. ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

 

big_banner
არქივი