logo_geo
ბლინკენი: ისრაელს მოვუწოდეთ, მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატაროს
- +

2 აპრილი. 2024. 22:57

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ღაზას სექტორში ისრაელის თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლების დაღუპვას გამოეხმაურა.

 

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, გამოიძიოს საჰაერო თავდასხმის გარემოებები.

 

„ჩვენ ვესაუბრეთ ისრაელის მთავრობას ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდეთ ისრაელს სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატაროს“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

 

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლები გმირები არიან და ისინი დაცული უნდა იყვნენ.

 

„ეს ხალხი გმირები არიან. ისინი ცეცხლში ეშვებიან, მისგან კი არ გარბიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ სიტუაცია, როდესაც ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ სხვების დახმარებას, თავადაც მძიმე საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ", - დასძინა ბლინკენმა.

 

შეგახსენებთ, ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, საქველმოქმედო ორგანიზაციის, „მსოფლიოს ცენტრალურმა სამზარეულოს“ შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არიან ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის მოქალაქეები. თავდასხმის შემდეგ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ ღაზაში მუშაობა შეაჩერა.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კი მომხდარის გამო ისრაელის ელჩი დაიბარა.

 

 

 

big_banner
არქივი