logo_geo
ხარკოვზე რუსეთის იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა
- +

6 აპრილი. 2024. 09:44

 

 

უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მორიგ იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

 

„შაჰედის“ ტიპის დრონების სამიზნე საცხოვრებელი რაიონი გახდა, დაზიანებულია სულ მცირე 9 მრავალბინიანი სახლი, სამი საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია, ბენზინგასამართი სადგური და ავტომობილები.

 

„ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს დარტყმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა.

 

big_banner
არქივი