logo_geo
ისრაელის პრეზიდენტი: ყოველდღე ვგრძნობ უზომო სიამაყეს, რომ ამ ერის ნაწილი ვარ
- +

6 აპრილი. 2024. 22:05

"ისრაელი ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება",  – ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის წერილში, რომელსაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დაწყებიდან ექვსი თვის შესრულებასთან დაკავშირებით აქვეყნებს.

 

„ხვალ, დილის 06:29 საათზე ამ ტერორისტული თავდასხმისა და საშინელი სასაკლაოს დაწყებიდან ექვსი თვე გახდება. ნახევარი წელი ჩვენი დებისა და ძმების, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაწყებიდან. ნახევარი წელია, მე ვხედავ ისრაელის საზოგადოებას მთელი თავისი დიდებით და ყოველდღე ვგრძნობ უზომო სიამაყეს, რომ ამ ერის ნაწილი ვარ”, – წერს ისააკ ჰერცოგი.

big_banner
არქივი