logo_geo
ანდრეი ერმაკი: უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა
- +

7 აპრილი. 2024. 00:17

"უკრაინა რუსეთთან კომპრომისზე არ წავა", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინის კაპიტულაცია, მაგრამ ეს არასდროს მოხდება.

 

"რუსები არ არიან დაინტერესებულნი არავითარი მოლაპარაკებებით. მათ სურთ უკრაინის კაპიტულაცია, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. ზელენსკი არასოდეს დათანხმდება, არც მინსკის შეთანხმებებს და არც გაყინულ კონფლიქტს. ამაში დარწმუნებული ვარ. ხალხს შეუძლია თქვას, რომ დაიღალა, მაგრამ თუ ჰკითხავთ, სურთ თუ არა რუსეთთან კომპრომისზე წასვლა, ისინი მტკიცედ იტყვიან უარს. ხალხს მაინც სჯერა ჩვენი გამარჯვების.

 

ჩვენ ვიცით, რომ ხალხი დაიღალა და ეს გვესმის რეგიონალური გუბერნატორებისგან და თავად ხალხისგან. ამიტომ პრეზიდენტი და ყველა ჩვენგანი მივდივართ ყველაზე საშიშ ადგილებში. პრეზიდენტს და მისი შტაბის უფროსს არ შეუძლია შეშინდეს, მთავარი მიზანი უკრაინის გამარჯვებაა“, - აღნიშნა ერმაკმა.

 

big_banner
არქივი