logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები არ იქნება
- +

7 აპრილი. 2024. 20:42

ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, სანამ ღაზაში დატყვევებულ მძევლებს არ გაათავისუფლებენ. ამის შესახებ მან კაბინეტის ყოველკვირეული სხდომის დაწყებისას ისაუბრა.

 

მისი თქმით, მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ისრაელი „ჰამასის“ მოთხოვნებს არ დათანხმდება.

 

ეგვიპტეში ომთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება.

 

big_banner
არქივი