logo_geo
The Economist: რუსეთი ციმბირში 120 ათას ჯარისკაცს წვრთნის, ისინი, შესაძლოა, ხარკოვზე შტურმისთვის გაგზავნონ
- +

8 აპრილი. 2024. 01:17

The Economist-ი უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ციმბირში დამატებით დივიზიებს წვრთნის, რომლებიც შესაძლოა, ხარკოვის ხელში ჩასაგდებად გამოიყენონ"

 

„რუსეთი ამჟამად აღმოსავლეთ ციმბირში ექვს დივიზიას (დაახლოებით 120 000 ჯარისკაცს) წვრთნის. 3 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ივნისში კიდევ 300 000 სამხედროს მობილიზებას გეგმავს. ხარკოვი მომავალი თავდასხმის ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა“, - ნათქვამია გამოცემაში.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ხარკოვზე თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა რუსული პროპაგანდა მსგავს სცენარს აქტიურად განიხილავს.

 

„მეტიც, რუსებმა 2022 წელს ხარკოვის აღების პირველი მცდელობისას წარუმატებლობა განიცადეს, როდესაც ქალაქი გაცილებით ნაკლებად იყო დაცული. ასეთი ოპერაცია მოითხოვს უკრაინის თავდაცვის გარღვევასა და ქალაქის ალყაში მოქცევას, საჰაერო უპირატესობის დამყარებასა და შემდგომ ბრძოლას თავად ქალაქში - რისი გაკეთების რესურსიც რუსებს არ აქვთ“, - წერს Economist.

big_banner
არქივი