logo_geo
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი ისრაელის წინააღმდეგ რიგ ზომებს მიიღებს, ვიდრე ღაზაში ცეცხლი არ შეწყდება
- +

9 აპრილი. 2024. 01:07

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი ისრაელის წინააღმდეგ რიგ ზომებს მიიღებს, ვიდრე ღაზაში ცეცხლი არ შეწყდება.

 

„თურქეთმა გადაწყვიტა, მიიღოს რიგი ზომები ისრაელის წინააღმდეგ, ვიდრე ღაზაში ცეცხლი არ შეწყდება და ისრაელი არ დაუშვებს უწყვეტ ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორში“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 

„ჩვენი პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეს ღონისძიებები ეტაპობრივად და დაუყოვნებლივ განხორციელდება. ამ ზომებს ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტები გაუზიარებენ საზოგადოებას“, - დასძინა ჰაკან ფიდანმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი