logo_geo
ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ტრანსგენდერებს, ინტერსექსუალებს და არაბინარულ ადამიანებს სახელისა და გენდერული იდენტობის შეცვლას უადვილებს
- +

12 აპრილი. 2024. 18:39

 

 

გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ტრანსგენდერებს, ინტერსექსუალებს (ადამიანები, რომლებსაც რამდენიმე სექსუალური ორიენტაცია აქვთ) და არაბინარულ (რომლებსაც არ უნდათ იდენტიფიცირდნენ ქალად ან კაცად) ადამიანებს უადვილებს სახელისა და გენდერული იდენტობის შეცვლას.

 

როგორც „Deutsche Welle“ იტყობინება, ამჟამად გენდერის შეცვლისთვის ორი ფსიქიატრის ექსპერტული შეფასება და სასამართლოს ნებართვაა საჭირო.

 

ახალი კანონის თანახმად, 14 წელს მიუღწეველი პირის შემთხვევაში, აპლიკაციის შევსებას მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენელი შეძლებს, ხოლო 14 წლის ასაკიდან მას კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა დასჭირდება.

 

big_banner
არქივი