logo_geo
ჯო ბაიდენი: ირანი თავს დაესხმება ისრაელს - მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს
- +

13 აპრილი. 2024. 01:12

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოელის, რომ ირანი უფრო ადრე, ვიდრე გვიან თავს დაესხმება ისრაელს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

 

„არ მსურს დეტალებში შესვლა, თუმცა ჩემი მოლოდინია, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

„ჩვენ ისრაელის დაცვის ერთგულნი ვართ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ისრაელს, დავეხმარებით ისრაელს დაცვაში და ირანი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

 

აშშ და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ირანის ან მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან ისრაელში სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები გარდაუვალია.

 

 

big_banner
არქივი