logo_geo
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება
- +

14 აპრილი. 2024. 01:18

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

მისი გუნდი მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან. ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განვითარდება. ბაიდენმა მკაფიოდ თქვა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ არის რკინისებრი. აშშ დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ დაცვას ირანის ამ საფრთხეებისგან”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.

big_banner
არქივი