logo_geo
თეთრი სახლი: დიდი შვიდეულის ლიდერებმა ისრაელზე ირანის თავდასხმა დაგმეს
- +

15 აპრილი. 2024. 00:30

დიდი შვიდეულის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

ლიდერებმა დაგმეს ირანის უპრეცედენტო თავდასხმა ისრაელზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი“, – წერს თეთრი სახლი.

 

დისტანციურად გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის კოორდინატორი ბრეტ მაკგურკი.

big_banner
არქივი