logo_geo
დონალდ ტრამპის განცხადებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვოს ჯონ კელის შემცვლელი
- +

12 დეკემბერი. 2018. 12:03

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „როიტერსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე 10-12 კანდიდატი ჰყავს.

 

ტრამპის თქმით, მან რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვოს კელის შემცვლელი.

 

„უამრავი კანდიდატი მყავს, თუმცა, ყველასთან გასაუბრებას ვერ შევძლებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

მისივე თქმით, შერჩეული კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელსაც კარგად შეეწყობა.

 

 

თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოსტს ამჟამად ჯონ კელი იკავებს, რომელიც ახალი წლიდან თანამდებობის დატოვებას გეგმავს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი