logo_geo
Facebook-მა რუსულ ტელეარხ RT-ის გვერდი დაბლოკა
- +

20 იანვარი. 2017. 01:48


 


სოციალურ ქსელ Facebook-ში რუსული ტელეარხის RT-ის გვერდი დაიბლოკა. შეზღუდვები, სავარაუდოდ, 21 იანვრის 10:25 საათამდე იმოქმედებს.


Facebook-ი შეზღუდვებს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას პრესკონფერენციის ტრანსლაციის საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევით ხსნის.


თავის მხრივ რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის სამახური რუსული არხისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, რუსეთში მოქმედი აშშ-ის მედიის წარმომადგენლების მიმართ, საპასუხო ქმედებების განხორციელებით იმუქრება.


 

big_banner
არქივი