logo_geo
სარა სანდერსი: დონალდ ტრამპს თურქეთის ხელისუფლება არ დაურწმუნებია, რომ აშშ ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას მოახდენს
- +

19 დეკემბერი. 2018. 12:08

 

 

აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივანმა სარა სანდერსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს თურქეთის ხელისუფლება არ დაურწმუნებია იმაში, რომ აშშ ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას მოახდენს.

 

„ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა ის არის, რომ ჩვენ განვიხილავთ ექსტრადირების საკითხს. ამჟამად მეტს ვერაფერს დავამატებთ“, - განაცხადა სარა სანდერსმა.

 

 

big_banner
არქივი