logo_geo
ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცი დადო
- +

20 იანვარი. 2017. 21:06



ვაშინგტონში დღეს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. ტრამპმა ფიცს ორ ბიბლიაზე, საკუთარსა და აბრაამ ლინკოლნის ბიბლიაზე დადო. დღეიდან ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა.


დილით ადრე დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი თავიანთ ოჯახებთან ერთად წმინდა იოანეს ეკლესიას ეწვევიან. ამის შემდეგ ბარაქ ობამამ და მიშელ ობამამ ტრამპი და მის მეუღლეს თეთრ სახლში მიიღეს.


თბილისის დროით 21:00 საათზე ტრამპი ფიცი დადო აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გლოვერ რობერტსის თანდასწრებით.


ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრნენ აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები. ასევე ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი დაესწრნენ.


აშშ-ის ეროვნულ ჰიმნს შეასრულა 16 წლის მომღერალმა ჯეკი ივანკომ, რომელიც ცნობილი გახდა ტელეშოუში America's Got Talent მონაწილეობის შემდეგ.




 

big_banner
არქივი