logo_geo
მიშელ ობამას დიზაინერი: მე არ ჩავაცმევ მომავალ პირველ ლედის და საერთოდ, არანაირი კავშირი მექნება მასთან
- +

20 ნოემბერი. 2016. 00:15



გუშინ დიზაინერმა სოფი თილეტმა, რომელიც მიშელ ობამას ერთ-ერთი დიზაინერია, მოდის წარმომადგენლებს ელექტრონული ფოსტით ღია წერილი გაუგზავნა. განცხადებაში წერია, რომ ის მომავალ პირველ ლედის, მელანია ტრამპს არ ჩააცმევს და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.


თილეტმა წერილი ინსტაგრამის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში რასიზმის, სექსიზმისა და ქსენოფობიის ღია გამოხატულება არ შეესაბამება მათ ღირებულებებს, ამიტომაც, ის არ აპირებს მელანია ტრამპს ჩააცვას და სხვა დიზაინერებსაც მოუწოდებს, ასე მოიქცნენ.


,,როგორც ის, ვინც აღიარებს და იბრძვის განსხვავებულობისთვის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და ყველანაირი ცხოვრების წესის პატივსაცემად, მე არ ჩავაცმევ მომავალ პირველ ლედის და საერთოდ, არანაირი კავშირი მექნება მასთან" - წერს თილეტი.




 

big_banner
არქივი