სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთი სომხეთს ბუნებრივ აირს გაუძვირებს.
„გუშინ ორჯერ ვესაუბრე რუსეთის ლიდერ პუტინს და ამ საუბრის თემა რუსული ბუნებრივი აირის ფასი იყო. არსებობს ორი ინსტანცია. ესენია: „გაზპრომი“ და მისი შვილობილი კომპანია „გაზპრომ არმენია“, რომლებიც ბუნებრივი აირის ფასს გადახედავენ. ისინი ფასს გაზრდიან. თუმცა, ჩვენი შიდა რეგულირების ხარჯზე მომხმარებლებისთვის ფასი არ გაიზრდება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კრემლს პუტინისა და ფაშინიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, ამ დრომდე სომხეთი 1000 კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირში 150 დოლარს იხდიდა.