აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში" პირველი ლედის რანგში პირველი სტატუსი გამოაქვეყნა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო ამ მშვენიერ ქვეყანას პირველი ლედის რანგში", - წერს ამერიკის შეერთებული სტატების პირველი ლედი.
მელანიამ ასევე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც დონალდ ტრამპისთვის, ფიცის დასადებად, ორი ბიბლია უჭირავს ხელში.